ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კომისიამ აშშ-ს გუანტანამოს ბაზის დახურვა მიუთითა


გაეროს მსოფლიოში წამების აკრძალვის კომისიამ, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, გუანტანამოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე საპყრობილე აუცილებლად უნდა გააუქმოს.

კომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც 10-თი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერაა შემუშავებული, ვაშინგტონს უცხოეთში მდებარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილთათვის განკუთვნილი საიდუმლო საპყრობილეების დახურვისკენ მოუწოდებს. აქვე აღნიშნულია, რომ ასეთი საპყრობილეების არსებობა წამების და პატიმრებისადმი არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის საწინდარია.

XS
SM
MD
LG