ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხავიერ სოლანა ახალი ინიციატივით მიმართავს ირანს.


ევროკავშირის საგარეო უწყების შეფი ხავიერ სოლანა აცხადებს რომ ევროკავშირი მზადაა დახმარების დიდი პაკეტი მიაწოდოს ირანს თუ იგი უარს იტყვის მის ბირთვულ პროგამაზე.

ბატონმა სოლანამ განცხადება ამის თაობაზე დღეს ბრიუსლეში ჩასვლის შემდეგ გააკეთა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იხილავენ ირანის საკითხს. როგორც ბატონმა სოლანამ აღნიშნა პაკეტში შევა მთელი რიგი ინიციატივებისა რომლებიც მოიცავს ბირთვულ, ეკონომიკურ და უშიშროების საკითხებს. ბატონ სოლანას დეტალური ინფორმაცია არ მოუცია ამ პაკეტის შესახებ, რომელშიც როგორც ჩანს აგრეთვე შევა ირანისადმი დახმარება მშვიდობიანი მიზნებისათვის განავითაროს მისი ბირთვული პროგრამა.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი კი აცხადებს რომ თეირანი არც ერთ ევროპულ ინიციატივას არ მიიღებს თუკი მისგან მოითხოვენ ბირთვული პროგრამების შეჩერებას. ოფიციალური თეირანი დაჟინებით უარყოფს დასავლეთის ბრალდებას იმის თაობაზე რომ იგი ბირთვული იარაღების შემუშავებას ცდილობს.

.

XS
SM
MD
LG