ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მატულობს


მიხა გეგეშიძე

ამერიკაში სიცოცხლის ხანგრძლივობა უკანასკნელი წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ის კატასტროფულად კლებულობს. ზოგიერთ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ითაც კი შემცირდა.

ამას წინათ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც შიდსის ვირუსი გავრცელების პრობლემას მიეძღვნა. სხვა საკითხებთან ერთად ამ კონფერენციაზე სიცოცხლის ხანგრძლივობის პრობლემაც განიხილეს.

შეერთებულ შტატებში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ახლახანს დაბადებული ამერიკელები სულ ცოტა 78 წლმდე მაინც იცოცხლებენ. სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად ამერიკელებში სიკვდილიანობის შემცირებაც შეინიშნება. შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მონაცემებით 2003-2004 წლების განმავლობაში ამერიკაში 50 ათასით შემცირდა სიკვდილიანობა.

ჯანმრთელობის ეროვნული სტატისტიკური ცენტრის წარმომადგენლის რობერტ ანდერსონის განცხადებით: “ ეს არის სიკვდილიანობის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1938 წლიდან.”

აღნიშნულმა მონაცემებმა საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია სამეცნიერო წრეებში. როგორც რობერტ ანდერსონი აცხადებს: “ ასაკოვანი ადამიანების რიცხვის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელი იყო სიკვდილიანობის გახშირება, თუმცა ამის ნაცვლად მხოლოდ იმის მოწმენი გავხდით თუ როგორ შემცირდა არსებული განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს, აგრეთვე თეთრებსა და შავკანიანებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობაში. ეს განსხვავება ამჟამად მხოლოდ 5 წელს შეადგენს.

დოქტორ ბატლერის აზრით: “ ახლა მოხუცები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თავიანთ ჯანმრთელობას, უფრო მეტს მოძრაობენ და ინტენსიურად იღებენ იმგვარ მედიკამენტებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცირებენ”.

ისევე როგორც წარსულში დღესაც სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მთავარი ადგილი გულსისლზარღვთა დაავადებებს , კიბოს და ტვინში სისხლის ჩაქცევას უჭირავს, თუმცა ამ ბოლო ხანს მნიშვნელოვნად შემცირდა ამერიკელებში ამ დაავადებათა შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. რადგან ამ ბოლო დროს ძალიან ბევრმა ამერიკელმა მოხუცებულმა დაანება თავი თამბაქოს, უფრო მეტი მათგანი კი ყოველდღიურად ვარჯიშობს.

72 წლის ამერიკელი ქალბატონი ლოუნი ნოკლისი კი სიამაყით აღნიშნავს, რომ ყოველ დილით ხუთის ნახევარზე დგება და სავარჯიშო დარბაზში ეპატიჟება სპორტსმენებს. ის ხომ დღემდე ფიზკულტურის მასწვლებლად მუშაობს.

XS
SM
MD
LG