ავღანეთში ამერიკელთა სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. ამ კატასტროფის შედეგად სულ ცოტა 10 ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედრო შვეულმფრენი ყუნარის პროვონციაში ქალაქ ასადაბადთან ჩამოვარდა, ქაბულიდან 240 კილომეტრის დაშორებით. ამ რაიონში გამაგრებული თალიბების წინააღმდეგ ამერიკელთა და ავღანელთა 2500 კაციანი დაჯგუფება მოქმედებს.