ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის იაპონია მედიატორობს


შრი ლანკაში იაპონელი ელჩი ჩავიდა ამ ქვეყნის მთავრობასა და თამილ მეამბოხეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით.

იასუში აკაში შრი ლანკის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხდება და პრეზიდენტ მაჰინდა რაჯაპაკსესთან გამართავს მოლაპარაკებას, თუმცა თამილთა ბელადმა უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. თამილი ვეფხვების წარმომადგენლის განცხადებით იაპონელმა მედიატორმა ველუპილაი პრაბჰაკარანთან შეხვედრა ითხოვა, თუმაცა მის ნაცვლად იაპონელს ვეფხვების პოლიტიკურ ლიდერთან თამილსილვანთან მოლაპარაკება შესთავაზეს.

ამaსობაში შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში გაემგზავრა ამ ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკების მიზნით.

XS
SM
MD
LG