ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიამ, რუსეთის მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სახელწოდებით “რუსეთის ფედერაცია: რასიზმი და ქსენოფობია რუსულ საზოგადოებაში”.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში რასობნივ ნიადაგზე მკვლელობების, სისასტიკისა და დისკრიმინაციის შემთხვევების ზრდა აღინიშნება. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც წელს დიდი რვიანის ქვეყნებს თავმჯდომარეობს და სულ მალე ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეობას იბარებს, ქსენოფობიასა და შეუმწყნარებლობას ეფექტურად ვერ ებრძვის.
ანგარიშში უცხოელ სტუდენტთა, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა წინააღმდეგ, რასობრივ ნიადაგზე მომხდარი მრავალი, მათ შორის ფატალური თავდასხმაა მოყვანილი. დაზარალებულები ძირითადად აფრიკის, აზიის ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. თავდასხმები რუსეთის მოქალაქე ჩრდილო კავკასიის ეთნიკური ჯგუფების, ებრაელებისა და ბოშების წინააღმდეგაც ხორციელდება.
ანგარიშში, რუსეთის ხელისუფლების პრობლემასთან ბრძოლის და რასობრივ ნიადაგზე მომხდარ დანაშაულთა უმეტესობის გახსნისა და დამნაშავეთა დასჯის უუნარობაა აღნიშნული.
“რუსეთში აღრიცხული რასისტული შემთხვევების რაოდენობა არამც და არამც არ შეესატყვისება ამ ქვეყნის როლს საერთაშორისო სცენაზე და მოსკოვის მხრიდან ყველა საერთაშორისო ქმედებას აქარწყლებს. როგორც დიდი რვიანის ახლანდელ და ევროსაბჭოს მომავალ თავმჯდომარეს რუსეთს საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კანონით, ვალდებულება აქვს აღებული. რაც მან აუცილებლად უნდა განახორციელოს.” ამბობს საერთაშორისო ამნისტიის გენერალური მდივანი აირინ ქენი.
სახელმწიფო ვალდებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაიცვას ყველა იქ მცხოვრები თუ მყოფი ადამიანი მიუხედავად მათი კანის ფერისა. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ყველა ვინც რასისტულ ნიადაგზე დანაშაულს ჩადის. მოვიდა დრო, რომ რუსეთმა საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, თუ მას საერთაშორისო სცენაზე დიდი მოთამაშის როლის შენარჩუნება სურს. დაამატა ქალბატონმა ქენმა.
რუსეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სოვას ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2005-თ წელს რუსეთში, რასობრივ ნიადაგზე 28-ა ადამიანი მოკლეს, ხოლო 366-ზე კი თავდასხმა განხორციელდა.
თუმცა რეალური რიცხვი ბევრად უფრო დიდი შეიძლება იყოს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რასობრივ ნიადაგზე დანაშაული ხშირად ან არ ცხადდება, ან მილიციაში სხვა კატეგორიით რეგისტრირდება. რუსეთის მილიცია მათ ძირითადად ხულიგნობის კატეგორიას უყენებს.
ხშირ შემთხვევებში თავდამსხმელები კარგად ორგანიზებული, შოვინისტური ან რასისტული იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების წარმომადგენლები არიან. რუსეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით ქვეყანაში 150-ათი ექსტრემისტული ჯგუფია აღრიცხული. მათი წევრების რაოდენობას ხელისუფლება 5000-ს კაცად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი 50-ათ ათასს ასახელებენ.
“რასისტულ ნიადაგზე ამ სასტიკი დანაშაულების არსებობა, რუსეთის საზოგადოების დიდ ნაწილში ღრმად ჩამჯდარ რასისიზმსა და ქსენოფობიას ამჟღავნებს.” ნათქვამია ანგარიშში.