ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნის ესპანურ ენაზე შესრულებამ ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია


ზაქარია კიკნაძე

ამერიკის ჰიმნის ესპანურენოვან ვერსიას ლათინო ამერიკელები “ნუესტრო ჰიმნოს” ანუ ჩვენს ჰიმნს უწოდებენ. მას ლათინოამერიკელი ვარსკვლავები: კარლოს პონსე, გლორია ტრევი და სხვები ასრულებენ. ვარსკვლავებით მოხატული დროშის სახელით ცნობილი ჰიმნის ტექსტი საკმაოდ თავისუფლადაა ნათარგმნი.

ინგლისურ ორიგინალური ტექსტში შეტანილმა ცვლილებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ესპანურ ვარიანტში მაგალითად ჩამატებულია ფრაზა “ჩვენ თანასწორნი ვართ, ჩვენ ვართ ძმები”. თანაც სიმღერის ჩანაწერის სარეალიზაციოდ გამოსვლა, საიმიგრაციო რეფორმების მხარდასაჭერად მოწყობილ ეროვნულ ბოიკოტს დაემთხვა.

პრეზიდენტმა ბუშმა პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ მას ამერიკის ჰიმნის ესპანურენოვანი ვარიანტი არ მოსწონს.

“მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ჰიმნი ინგლისურ ენაზე უნდა სრულდებოდეს. ის ვისაც შეერთებული შტატების მოქალაქეობა სურს, ინგლისურსაც უნდა სწავლობდეს და ჰიმნს ამ ენაზე ასრულებდეს.” ციტატის დასასრული.

ამ აზრს ყველა როდი იზიარებს. კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტის ანტროპოლოგიის მცოდნე ლეო ჩავესი ამბობს, რომ სიმღერა ფაქტობრივად იმიგრანტების განცხადებაა.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ენაზე სრულდება ჰიმნი. ეს უბრალოდ ხალხის განცხადებას წარმოადგენს. ისინი ამბობენ, შემოგვხედეთ, ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გვინდა ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ კრიმინალები არ ვართ. ამბობს იგი.

თუმცა ბევრის აზრით, ჰიმნის ინგლისურის გარდა ნებისმიერ სხვა ენაზე შესრულება, უპატივისმცემლობის გამოხატულებას წარმოადგენს.

"მე თავად ლათინოსი, ჩიკანო ამერიკელი ვარ. და ვთვლი, რომ ჰიმნი მხოლოდ ინგლისურად უნდა სრულდებოდეს, ვინაიდან ჩვენ ყველანი შეერთებულ შტატებში ვცხოვროვრობთ”. გვითხრა ლოს ანჟელესის მკვიდრმა ალბერტ ბარიოსმა.

ლოს ანჟელესის ერთ-ერთი ესპანურენოვანი რადიო სადგურისმიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლათინოამერიკელთა 60-ცი პროცენტის აზრით ამერიკის ჰიმნი მხოლოდ ინგლისურად უნდა სრულდებოდეს.

ბრიტანელმა პროდიუსერმა ედამ კაიდრონმა “ნუესტრო ჰიმნო” შეერთებული შტატების ბევრ ესპანურენოვან რადიოარხს მიაწოდა. მისი თქმით, ესპანურად შესრულებული სიმღერა, მათ ვისაც ინგლისური არ ეხერხება, ამერიკის ჰიმნში მოყვანილი იდეალებისა და თავისუფლების სულის ჩაწვდომაში უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG