ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?


2-დღიანი ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის სახელმწიფო მდივანი ჰანს ვინკლერი ხელმძღვანელობდა, საქართველო დატოვა. საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის დელეგაციის წევრები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ. სტუმრები უმთავრესად პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარებით დაინტერესნდნენ, მდგომარეობით ადამიანის უფლებების, დემოკრატიის სფეროში…

რა ინფორმაცია მიიღო ევროკავშირის დელეგაციმ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისაგან? ამის შესახებ “დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის“ თავმჯდომარეს, დავით ლილუაშვილს გავესაუბრე, რომელმაც თქვა, რომ სამივე აღნიშნულ საკითხში მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ მძიმეა.

-“ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა ნორმალური საარჩევნო , საგადასახადო კოდექსი, რომლებიც ოპტიმიზაციას ითხოვენ.”

-“ ევროსაბჭოს რეკომენდაციით 7%-ანი ბარიერი 5%-მდე უნდა დავიდეს, საარჩევნო კომისია პარიტეტული პრინციპით უნდა დაკომპლექტეს. თუ ხელისუფლება ვარდების რევოლუციამდე ამ პრინციპებს მხარს უჭერდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ევროსაბჭოს რეკომენდაციები და საზოგადოების დაკვეთა დაივიწყეს.”

- “ ხელისუფლება არავითარ შანსს არ უტოვებს ოპოზიციას ჩატარდეს ღირსეული, სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები. ამიტომ, ალბათ, შემოდგომაზე სერიოზული კატაკლიზმებია მოსალოდნელი”

XS
SM
MD
LG