პოლონეთის პრეზიდენტი მოვალეობების შემსრულებელმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდება მომავალ კვირას პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის შემდეგ. სამგლოვიარო ცერემონია ავიაკატასფროფაში დაღუპული 96 მგზავრისათვის შაბათს გაიმართება, ხოლო ლეხ კაჩინსკის დაკრძალვა კი კვირისათვისაა დაგეგმილი. სამგლოვიარო ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ევროპული სახელმწიფოების პრეზიდენტები დაესწრებიან.
პოლონეთში არჩევნების თარიღი მალე გამოცხადდება
