ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში რუსეთის  კვლევის ინსტიტუტი დაარსდა


თბილისში რუსეთის  კვლევის ინსტიტუტი დაარსდა
თბილისში რუსეთის  კვლევის ინსტიტუტი დაარსდა

სულ რამოდენიმე დღის წინ თბილისში რუსეთის ანალიტიკური კვლევების ინსტიტუტი დაარსდა. ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს დიპლომატიური აკადემიის პრეზიდენტი ბატონი სოსო ცინცაძე გახლავთ. ჩვენი რესპონდენტიც დღეს ბატონი სოსოა. აი რა გვითხრა ბატონმა სოსომ ამ ინსტიტუტის თაობაზე:

-„ ჩემში და ჩემს კოლეგებში დისკომფორტს იწვევდა ის გარემოება, რომ ჩვენ გვყავს ასეთი პრობლემატური მეზობელი, როგორიცაა რუსეთი და მის შესახებ არ არსებობს მეცნიერული კვლევა. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გვქონდეს სწორი პოლიტიკა, უშეცდომო პოლიტიკა ამისათვის უნდა ვიცნობდთ მას და ვსწავლობდეთ მას. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ დაგვეარსებინა ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლიდა რუსეთს. ამ ინსტიტუტში გაერთიანებული ის ხალხი, რომელიც ათეული წლების მანძილზე ინტერესდებოდა რუსეთით. ჩვენ ვვარაუდობთ სქელტანიანი მონოგრაფიის შექმნას რუსეთის პოლიტიკურ ანატომიაზე“- აღნიშნა ბატონმა სოსომ.

XS
SM
MD
LG