ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა - რუსეთის ხელშეკრულებას ქართველი ექსპერტი ეხმაურება


ჩვენი რესპონდენტის ნიკა ჩიტიძის აზრით ამ ხელშეკრულების დადება მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც ამერიკა და რუსეთი ფლობენ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის დაახლოებით 95%. ბატონმა ნიკამ ასევე ისაუბრა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ ამერიკის მტკიცე პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აისახება საქართველოზე.- „ თუმცა რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის წინაპირობები, რომ მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკა კვლავაც განაგრძობს საქართველოს ფინანსურ დახმარებას. უბრალოდ აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერ-ჯერობით საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გამო დღეს ამერიკის ყურადღება მიპყრობილია ავღანეთისაკენ, ერაყისაკენ და ირანის ბირთვული პროგრამისაკენ. ჩემის აზრით ამერიკის მხარდაჭერა საქართვლოსადმი არ შემცირებულა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო კვლავაც მოექცევა ამერიკის ყურადღების ცენტრში მისი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგილი და გეოეკონომიკური მდებარეობიდან გამომდინარე“ - აღნიშნა ბატონმა ნიკამ.

XS
SM
MD
LG