ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მისიას ავღანეთში კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს მანდატი


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს რეზოლუცია ავღანეთში გაეროს მისიის მანდატის ერთი წლით გაგრძელების შესახებ. რეზოლუციაში მაღალ შეფასებას აძლევენ ავღანეთის მთავრობის ძალისხმევას წახალისდეს დიალოგი იმ თალიბ მეომრებთან, რომლებიც უარს აცხადებენ ძალმომრეობაზე, აღარ სურთ ალყაიდასთან ურთიერთობა და აღიარებენ ავღანეთის კონსტიტუციას. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლენე ესპერსენმა ქაბულში ავღანელ მაღალჩინოსნებტან იქონია მოლაპარაკება. ამ ფონზე ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის მთავრობისა და ნატოს ძალების ერთობლივმა სამხედრო პატრულმა ორ ავტომობილში 725 კგ ჰაშიში აღმოაჩიანა. ორივე მანქანის მძღოლი დაპატიმრებულია.

XS
SM
MD
LG