ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაჰორის ტერაქტისათვის თალიბებმა იკისრეს პასუხისმგებლობა


პაკისტანელ თალიბთა რწმუნებულლა განაცხადა, რომ პაკისტანის ქალაქ ლაჰორში თალიბების მიერ განხორციელებული ტერაქტი პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რაიონში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებასა და პაკისტანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციებზე პასუხს წარმოადგენს. ფედერალური საგამოძიებო სამმართველოსთან კამიკაძე ტერორისტის მიერ ლაჰორში განხორციელებულ ტერაქტს დაუზუსტებელი მონაცემებით 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არიან დაჭრილები. აფეთქების შედეგად ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

ტერაქტიდან რამოდენიმე საათში ვაზირისტანის რეგიონის მიმართულებით გატყორცნილი ამერიკული რაკეტების აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 ხოლო დაიჭრა 1 კაცი. როგორც პაკისტანის სადაზვერვო უწყების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რაკეტების სამიზნე ქალაქ ნირან შაჰში თალიბების გამაგრებული ობიექტი იყო.

XS
SM
MD
LG