ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქების შედეგად პაკისტანში 16  დაიღუპა      


ვარაუდის თანახმად ამერიკული უპულოტო აპარატებიდან გატყორცნილი რაკეტების შედეგად პაკისტანის ვაზირისტანის რეგიონში დაუზუსტებელი მონაცემებით 16 კაცი დაიღუპა. ჩრდილოეთ ვაზირისტანი საყოველთაოდაა ცნობილი, როგორც თალიბების მოკავშირე ჰაკანის შეიარაღებული დაჯგუფების მოქმედების არეალი და ბაზა. ამ დაჯგუფებას ბრალად ედება ავღანეთში ამერიკელ ნატოსა და ავღანეთის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა. ამერიკელი ოფიციალური პირები ჩვეულებრივ საჯარო კომენტარებს არ აკეთებენ უპილოტო საფრენ აპარატებზე. საგულისხმოა, რომ წარსულში ამ უპილოტო აპარატების გამოყენების გამო არა ერთხელ დაიძაბა ურთიერთობა ამერიკასა და პაკისტანს შორის. ამ ფონზე პაკისტანის საპორტო ქალაქ ყარაჩიში გრძელდება ძალმომრეობა დაუზუსტებელი მონაცემებით მთლიანობაში დაიღუპა 26 კაცი. საპროტესტო აქციების დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი მეტოქე პოლიტიკური პარტიის აქტივისტები.

XS
SM
MD
LG