ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის პირველი საჯარო ღონისძიება კონგრსში შეჭრის შემდეგ: დღეს ის სამხრეთ საზღვარს ეწვევა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვართან ახლოს, ტეხასის შტატის ქალაქ ალამოში გაემგზავრა. მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებს ის იმისთვის გამოიყენებს, რომ უკანონო იმიგრაციის აღსაკვეთად, თავისი ადმინისტრაციის ძალისხმევას გაუსვას ხაზი.

ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენაა გასული ოთხშაბათის შემდეგ, როცა პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ. ვიდრე მიტინგზე შეკრებილებს კონგრესისკენ დაძვრისკენ მოუწოდებდა, პრეზიდენტმა თავისი მხადსამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და მან აქციის მონაწილეებს "ცუდი ხალხის" წინააღმდეგ “ბრძოლისკენ” მოუწოდა. "ქვეყანას უკან სისუსტით ვერასდროს დაიბრუნებ. ძალა უნდა აჩვენო" - უთხრა მათ 6 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა.

ტეხასში გაფრენის წინ, ჟურნალისტებს პირველად მიეცათ საშუალება მისთვის კითხვა ოთხშაბათს განვითარებულ მოვლენებზე დაესვათ. "რაც მე ვთქვი, სრულიად მისაღები იყო" - უპახუხა მათ პრეზიდენტმა ტრამპმა.

ტეხასში პრეზიდენტის ვიზიტს ასევე ემთხვევა დემოკრატების უმრავლესობის წარმომადგენელთა პალატის მცდელობები, ტრამპი თანამდებობიდან გადააყენონ.

2016 წელს, ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი ყურადღება იმიგრაციაზე იყო გამახვილებული. ის ხშირად მოუწოდებდა ამერიკა-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედელი აშენებულიყო.
მისი ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, დაახლოებით 720 კილომეტრი სიგრძის კედელი აშენდა. კედლის უმეტესმა ნაწილმა, საზღვარზე უკვე არსებული უფრო მცირე ზომის ბარიერები ჩაანაცვლა.



ვიზიტის წინა დღით, ტრამპის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ჩად ვოლფი თანამდებობიდან უეცრად გადადგა. ალამოში ტრამპის გაფრენამდე, სამხრეთის სიღატაკის იურიდიულმა ცენტრმა პრეზიდენტს ამ ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მას “მხოლოდ მეტი ზიანის მოტანა და მეტი ძალადობის წარმოშობა” შეეძლება.

სამხრეთის სიღატაკის იურიდიული ცენტრის, იმიგრანტთა სამართლის პროექტის დირექტორის მოადგილე ეფრენ ოლივარესმა, განცხადებაში თქვა: “წლების განმავლობაში, საზღვარზე მცხოვრები თემები ადმინისტრაციის არაშემწყნარებლურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგებოდნენ. ეს ის თემებია, რომლებიც სან-დიეგოდან ბრაუნსვილამდე, პრეზიდენტის ანტიიმიგრანტული რიტორიკით და ქსენოფობიური პოლიტიკით გამწვავებული წარმოუდგენელი ძალადობის საგანი იყო”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG