ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ხელისუფლება ქვეყნის უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს


Daniel Pearl and Omar Sheikh
Daniel Pearl and Omar Sheikh

პაკისტანის ხელისუფლებამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომლითაც ამერიკელი ჟურნალისტის დენიელ პერლის გატაცებისთვის და თავის მოკვეთისთვის მსჯავრდებული ომარ შეიხის და მისი სამი თანამზრახველის გათავისუფლება მოხდა. ეს ინფორმაცია “ამერიკის ხმას” პერლის ოჯახის ადვოკატმა დაუდასტურა.



ბაიდენის ადმინისტრაციამ გულისწყრომა გამოთქვა პაკისტანის უზენაესი სასამართლოს ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლითაც 2002 წელს მომხდარი პერლის გატაცების და თავის მოკვეთის დამგეგმი ბრიტანეთის მოქალაქე გაამართლეს.
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციას, პერლის ოჯახისთვის სამართალი უზრუნველყოს.
“ეს გადაწყვეტილება ტერორიზმის მსხვერპლთა საჯარო შეურაცხყოფაა ყველგან, პაკისტანის ჩათვლით”, თქვა პრეს-მდივანმა. თეთრმა სახლმა პაკისტანს მოუწოდა სასწრაფოდ გამოიკვლიოს ყველა იურიდიული შესაძლებლობა, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის საშუალების მიცემა, რომ ამერიკელი მოქალაქის და ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობისთვის, ომარ შეიხის სასამართლო დევნა განახორციელოს.
სასამართლომ აჰმედ ომარ შეიხს და მის სამ პაკისტანელ თანამზრახველს ყველა ბრალდება მოუხსნა და სხვა საქმის არარსებობის შემთხვევაში, მათი დაუყოვნებლად გათავისუფლება ბრძანა.
პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმაც გააკრიტიკა. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია: “დენიელ პერლი იმსახურებს სამართალს და შეიხი თავისი ბოროტმოქმედებისთვის იმსახურებს საფასურის გადახდას. დღეს, ამ გადაწყვეტილების გამო, ჟურნალისტები ყველგან უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ არიან.”
პერლი პაკისტანს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ სტუმრობდა, რათა ქვეყანაში არსებული ისლამისტური მეომარი ქსელების შესახებ რეპორტაჟი მოემზადებინა. ის ქალაქ ყარაჩიში გაიტაცეს და რამდენიმე დღეში თავი მოკვეთეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG