ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთაინიაჰუმ პარტიის არჩევნებში გაიმარჯვა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიუაჰუმ პარტია ლიქუდის პრაიმერიში თავის მეტოქეს, გიდეონ საარს აჯობა. ნეთაინუაჰუმ ხმების 72%-ზე მეტი მიიიღო. ნეთანიაჰუ ისრაელის მესამე, გენერალურ არჩევენებშიც მიიღებს მონაწილეობას. არჩევნები მარტშია დაგეგმილი.

"ეს უდიდესი გამარჯვებაა. მადლობას ვუხდი ლიქუდის წევრებს ნდობის, მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის"- თქვა ნეთანიაჰუმ სამადლობელ სიტყვაში. მისივე თქმით, ის ლიქუდს მოუტანს "უდიდეს გამარჯვებას მომავალ [ეროვნულ] არჩევნებში და ისრაელის სახელმწიფო განაგრძობს უპრეცენდენტო მიღწევებს."

განცხადება გააკეთა საარმაც: "ჩემი გადაწყვეტილება, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ შეჯიბრში იყო სწორი და აუცილებელი. ვინც არ არის შანსის გამოყენებისთვის მზად, იმ გზის გასავლევად, რომლისაც სჯერა, ის ვერასდროს გაიმარჯვებს," თქვა პოლიტიკოსმა.

გასული 10 წლის განმავლობაში ნეთანიაჰუ ლიქუდის უცვლელი ლიდერია. ის ქვეყნის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვეაბს აპირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG