ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიკალმა კლერიკმა ბრიტანეთიდან დეპორტაციის აპელაცია მოიგო


ამ გადაწყვეტილებამ იგი ბრიტანეთიდან იორდანიაში დეპორტაციისგან დაიცვა

რადიკალმა მუსლიმმა სასულიერო პირმა აბუ ქათადამ სააპელაციო პროცესი მოიგო, რამაც ის ბრიტანეთიდან იორდანიაში დეპორტაციისგან დაიცვა.

იორდანიაში ის სასამართლოს წინაშე ტერორიზმის ბრალდებით უნდა წარმსდგარიყო.
საემიგრაციო სააპელაციო სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ქათადას დეპორტაციის განკარგულება შეჩერდა. კომისიის განცხადებით, არ არის იმის გარანტია, რომ დეპორტაციის შემთხვევაში მისი გასამართლების პროცესი სამართლიანი იქნება.

ბრიტანეთის შინაგანი საქმეების ოფისის განცხადებით, უწყება კატეგორიულად ეწინააღმდეგება კომისიის გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას აპირებს.
XS
SM
MD
LG