ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიება გრძელდება


შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები ჩინეთის ცენზურამ ინტერნეტში დაბლოკა

ჩინეთის პოლიცია ორშაბათს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე სპორტული ავტომობილის აფეთქებაში 2 ეჭვმიტანილს დაეძებს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 38 დაიჭრა.

აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პეკინის პოლიციამ ადგილობრივ სასტუმროებს ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა.ჯერჯერობით დაუდგენელი იმ პირთა ვინაობა, ვინც აფეთქების შედეგად დაიღუპა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამი მათგანი ავტომობილში იჯდა, ორი კი ფეხით მოსიარულე იყო.

პოლიციის ცნობით, ინციდენტი პეკინის ერთერთ ხალხით გადატვირთულ მოედანზე მოხდა, სადაც ავტომობილი ფეხით მოსიარულე ადამიანებში შეიჭრა და შემდეგ აფეთქდა.

ინციდენტის კონკრეტული მიზეზი უცნობია, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები ჩინეთის ცენზურამ ინტერნეტში დაბლოკა.
XS
SM
MD
LG