ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი გაეროს საბჭოზე მოხსენებით წარსდგა


პეკინმა ჟენევის სესიაზე ადამიანების უფლებების საკითხებზე მეორედ ჩაატარა მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წინაშე

ჩინეთის წარმომადგენლები მათი სახელმწიფოს ადამიანების უფლებათა დაცვის სტატისტიკების დასაცავად გაერთიანებული ერების პანელზე წარსდგნენ. ზოგი მონაცემის თანახმად, სტატისტიკა გაუარესებულია რაც ბევრი დავის საგანი გახდა.

სამშაბათს ოფიციალურმა პეკინმა ჟენევის სესიაზე ადამიანების უფლებების საკითხებზე მეორედ ჩაატარა მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წინაშე. საბჭო ყველა ქვეყნის მონაცემს ოთხ წელიწადში ერთხელ იბარებს.

ვუ ჰაილონგმა, რომელიც ჩინურ დელეგაციას უძღვება, საბჭოს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველა იმ დაპირებას ასრულებს, რომელიც 2009 წელს განაცხადა. ეს დაპირებები გულისხმობდა იურიდიულ რეფორმებს, სიღარიბის შემცირებასა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას.
XS
SM
MD
LG