ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად დაუშვა სისტემამ შეცდომა?


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:19 0:00
ბმული

რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ გამომძიებლები პოლიციიდან, სამხედრო ნაწილიდან და სამედიცინო საბუთებიდან, მით უფრო მეტი შეკითხვა უჩნდებათ არონ ალექსისის საქმესთან დაკავშირებით. როგორ გაიარა არონ ალექსისმა უსაფრთხოების შემოწმება და რატომ შეუნარჩუნეს მას სამსახურის საშვი?

ყოველივე ზემოხსენებული ფაქტორის გამო, არონ ალექსისმა საზღვაო სამხედრო სამართველოს შენობაში შესვლა შეძლო და იქ 12 ადამიანი გამოსალმა სიცოცხლეს.

ადმირალი ჯონ ქირბი საზღვაო ფლოტის პრესცენტრის მდივანია:

„გამომძიებლები ალექსისის უსაფრთხოების შემოწმების დოკუმენტებს გულდასმით სწავლობენ. ასევე განიხილავენ მის კარიერას სამხედრო საზღვაო ფლოტში. თუ ჩვენ თავის დროზე რაიმე შეცდომა დავუშვით, მომავალში ამ საკითხს განსხვავებულად უნდა შევხედოთ.“

საზღვაო ფლოტში სამსახურის პერიოდში არონ ალექსისს იარაღის გამოყენებასა და არასწორ ქმედებებთან დაკავშირებით პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა. მან პოლიციას ასევე განუცხადა, რომ ყურში გამუდმებით რაღაც ხმები ესმოდა. პოლიციის განცხადებით, ეს ინფორმაცია საზღვაო ფლოტს მიეწოდა.

არონ ალექსისმა დახმარება ვეტერანთა სამედიცინო დაწესებულებასაც სთხოვა. ეს ყველაფერი მოხდა მანამ, ვიდრე ის მაღაზიაში მივიდოდა და ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს იყიდდა.

თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა ამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური გამოძიება დანიშნა, რათა ზუსტად დადგინდეს, თუ სად დაუშვა შეცდომა სისტემამ.

''ნეივი იარდის'' შემთხვევამ გააჩინა შეკითხვები ამერიკის სამხედრო მოსამსახურეთა მენტალური მდგომარეობის შესახებ.

გასულ თვეს დაზვერვის ყოფილს თანამშრომელს ბრედლი მენინგს, რომელიც საიდუმლო ინფორმაციის გაჟღავნების გამო შპიონაჟის მუხლით გასამართლდა, ფსიქიკური იდენტურობა და აშლილობა დაუდგინდა.

ბარბრა ვან დალენი კლინიკის ფსიქოლოგია. მან დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც სამხედრო ვეტერანებს მენტალური მკურნალობით უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, ამერიკაში ფსიქიკურ დაავდებებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს:

„ჩვენს ქვეყანაში მენტალური ჯანდაცვის საკითხი სათანადო დონეზე არ დგას. ეს მარტო სამხედრო ძალებში კი არა , ზოგადად ჯანდაცვის სფეროშია პრობლემა. ხშირად გვიჭირს აღიარება, რომ დეპრესია ან ფსიქიკური პრობლემები გვაქვს და დახმარება გვჭირდება.“

არონ ალექსისს ერაყსა ან ავღანეთში არ უმსახურია და შესაბამისად პოსტ ტრამვული ფსიქიკური პრობლემებიც არ ქონია.თუმცა ვან დალენის განცხადებით, ჰალუცინაციები და უძილობა საკმარისი ნიშნებია იმისთვის, რომ არონ ალექსისზე დაკვირვება ეწარმოებინათ.

„უძილობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ორგანიზმში რაღაც წესრიგში არ არის. ამიტომ უნდა გაირკვეს, საიდან მოდის ეს ყველაფერი და პაციენტის გამოკვლევას უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს.“

ამიერიდან თავდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით დააკვირდება უსაფრთხოების შემოწმების პროცესს, რათა გამაფრთხილებელი ნიშნები თავიდანვე გაითვალისწინოს.

თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა:

„რატომ არ მიაქციეს ამ ნიშნებს ყურადღება, რატომ არ მიიღეს მონაწილეობა უსაფრთხოების კონტროლის პროცესში. დაინტერესებულიყვნენ ამ ადამიანის კონკრეტული ქმედებებით. ეს არის ის კითხვები, რაზეც ჩვენ თავიდანვე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება.“

არონ ალექსისის პრობლემები დროულად გულდასმით რომ შესწავლილიყო, იგი უსაფრთხოების კონტროლის ვერ გაივლიდა და ვერც შენობაში შეაღწევდა. თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები თავიდან იქნას აცილებული.
XS
SM
MD
LG