ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელფასტში სამიტი დაიწყო


დიდი რვიანის სამიტზე მთავარი თემა სირიის საკითხები, კერძოდ ოპოზიციური ძალების იარაღით მომარაგება იქნება

პრეზიდენტმა ობამამ ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი რვიანის სამიტის მონაწილეებს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა. „სამშვიდობო პირობებზე შესაძლოა მოლაპარაკებას პოლიტიკური ლიდერები უძაღვებოდნენ, მაგრამ მშვიდობის საბოლოო ბედი თქვენს ხელთაა“ - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახალგაზრდა ირლანდიელებთან გამართულ შეხვედრაზე.

ობამა ბელფასტში დღეს ჩავიდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, დიდი რვიანის სამიტზე მთავარი თემა სირიის საკითხები, კერძოდ ოპოზიციური ძალების იარაღით მომარაგება იქნება. ასევე ისაუბრებენ ეკონომიკის საჭირბოროტო საკითხებზე. დღეს პრეზიდენტი ობამა ბრიტანეთის პრემიერს, დევიდ კამერონს ხვდება. მოგვიანებით კი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG