ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიუმან რაითს ვოჩის მოწოდება ინდოეთს


ადამიანის ულფებადამცველი ორგანიზაცია დელის სიკვიდილით დასჯის მორატორიუმისკენ მოუწოდებს

ადამიანის ულფებადამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაითს ვოჩი ინდოეთს სიკვიდილით დასჯის მორატორიუმისკენ მოუწოდებს . ეს განცხადება ორგანიზაციამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ახლახანს დელიში 2008 წელს მუმბაის ტერაქტებში მონაწილე პაკისტანელი მოქალაქე ჩამოახრჩვეს.
ხუთშაბათს ნიუ რიოკში მოქმედმა ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფმა გააპროტესტა მოჰამედ აჯმალ ქასაბაის ჩამოხრჩობა და ამ აქტს ინდოეთის მართლმსაჯულების უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
2008 წელს ქასაბმა და მისმა ცხრა თანამონაწილემ მუმბაის სასტუმროში მდებარე ებრაულ ცენტრზე მიიტანეს იერიში.ტერაქტს 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქასაბი მკვლელობის, ტერორიზმის და ინდოეთში ომის გაჩაღების მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს. ბრლადებული თავდპირველად უარყოფდა საკუთარ დანაშაულს, თუმცა შემდეგ საკუთარი მონაწილეობა ტერაქტში დაადასტურა.
XS
SM
MD
LG