ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ და მისმა მხარდამჭერებმა, ომის შემდგომი უკრაინის აღდგენის საკითხზე იმსჯელეს


Germany Ukraine Recovery Conference
Germany Ukraine Recovery Conference

ბერლინში მიმდინარე, უკრაინის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა უკვე გაანადგურა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ერთდროუილად ბერლინისა და მიუნხენის ენერგომომარაგებისთვის.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია, უზრუნველყოფს უკრაინის თავდაცვისთვისა და თანამედროვე ენერგოსისტემების ასაშენებლად, მილიარდობით დოლარის ღირებულების შეთანხმებების მიღწევას.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინას შესაძლოა 500 მილიარდი დოლარი დასჭირდეს ათწლეულის განმავლობაში.

შოლცმა თქვა, რომ კომპანიებს ბიზნეს წინადადებები უნდა შესთავაზონ ინვესტიციებისთვის და ისაუბრა უკრაინის პოტენციალზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, IT და ფარმაცევტული პროდუქტები. მან ასევე თქვა, რომ გერმანია აგზავნის მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას კიევის თავდაცვის გასაძლიერებლად.

გერმანიის კანცლერისა და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად საუბრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, 1,4 მილიარდი ევროს (1,5 მილიარდი დოლარი) ღირებულების ბანკებთან შეთანხმებების შესახებ, რათა დაეხმაროს უკრაინაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას.

მან ასევე თქვა, რომ თვის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას საკუთარი დახმარების პროგრამიდან 1,9 მილიარდ ევროს გადასცემს და რომ კიევი ისარგებლებს გაყინული რუსული აქტივებიდან, საპროცენტო შემოსავლით.

„პუტინი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ფერფლიდან აღდგენაში და რომ ის გახდეს თავისი მომავლის ბატონ-პატრონი. ეს, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ საკუთარი თავის დაცვის საშუალებები“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

XS
SM
MD
LG