ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები მივიდნენ


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "აგენტების კანონის" განხილვის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები მივიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის 14 აპრილის ინიციატივას "აგენტების კანონზე" საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის მიზანი დემარშის გამოცხადებაა. ამას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია არ ადასტურებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვედრის შესახებ ცნობას მთავრობის პრესსამსახური გაავრცელებს.

უახლოეს წარსულში ევროკავშირის ყველა ქვეყნის სახელით დემარში ევროკავშირის ელჩმა ორჯერ გამოუცხადა საქართველოს მთავრობას.

  • 2023 წლის მაისში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების გამო.
  • 2023 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

დემარში დიპლომატიური პროტესტია რომელიმე სახელმწიფოზე ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

XS
SM
MD
LG