ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გეგმავს


ყოფილმა რუსმა ტელეჟურნალისტმა, ეკატერინე დუნცოვამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

გასულ თვეში, საინფორმაციო სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის ხელისუფლებას, უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების, მათ შორის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.


ყოფილმა ჟურნალისტმა, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჭირო ოფიციალური დოკუმენტები უკვე წარუდგინა.

2024 წლის არჩევნებში, ვლადიმირ პუტინის როგორც მომხრეები, ასევე კრიტიკოსები მოელიან, რომ არჩევნებში სწორედ ის გაიმარჯვებს.

დუნცოვამ, კანდიდატად საბოლოოდ დარეგისტრირებისთვის, 31 იანვრამდე, მთელი რუსეთის მასშტაბით, 300 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, ფიქრობდა თუ არა, რომ ხელისუფლება მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, დუნცოვამ თქვა: „რატომ ვსაუბრობთ ნებართვაზე, თუ ეს ჩემი კანონიერი უფლებაა, მაქვს ამის საჭირო შესაძლებლობები და აუცილებელი კვალიფიკაცია?“

დუნცოვა ამბობს, რომ ის ფედერალური კანონით დადგენილი ფორმულის მიხედვით მოქმედებს და საკუთარი კანდიდატურის დასაყენებლად არავის ნებართვა არ სჭირდება.

71 წლის ვლადიმირ პუტინი, 1999 წლიდან, რუსეთის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. ახლა კი, პრეზიდენტობას კიდევ ექვსწლიანი ვადით გეგმავს. ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი, 30 წლიან სასჯელს იხდის. პატიმრობაში, ან იძულებით ემიგრაციაშია მისი მრავალი სხვა კრიტიკოსი. შედეგად, მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ არ არსებობს ოპოზიციური ფიგურა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვლადიმირ პუტინს დაუპირისპირდება.

რუსეთი პუტინის შემდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:36 0:00


2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, ვლადიმირ პუტინმა, მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაცხადა. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ოფიციალურად, ამ დრომდე, არცერთი კანდიდატის განაცხადი არ არის შესული. პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ პარტიას, ცესკოში წარსადგენად მხოლოდ 100 000 ხელმოწერა სჭირდება.

გასულ თვეში, „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომზე საუბრისას, დუნცოვამ თავი აარიდა სიტყვა „ომის“ გამოყენებას და აღიარა, რომ ეშინია. კრემლი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, პირველივე დღიდან, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG