ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აცხადებს, რომ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობს


კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის შესახებ. სოციალური მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 46 წლის კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რომ ის მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობდა.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან დასძინა, რომ „ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯანმრთელობის ცნობის გაცემა არ შეუძლია, ამიტომ აქ არაფერი გვაქვს სათქმელი“.

კადიროვის პრესსპიკერებს ამ დრომდე არ უპასუხიათ საინფორმაციო სააგენტოებისთვის, რომლებიც ცდილობენ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებას.

XS
SM
MD
LG