ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაგნერი" - წარმომავლობა და საქმიანობა


როცა 1990-იანი წლების შემდეგ პირველად, სამხედრო კოლონა მოსკოვისკენ დაიძრა, მთელი მსოფლიოს ყურადღება „ვაგნერის“ ჯგუფზე იყო მიპყრობილი.

უკრაინაში, ბახმუტის სისხლიანი ბრძოლიდან დაწყებული, მალის ხოცვა-ჟლეტით გაგრძელებული და ლიბიაში სამოქალაქო უბნების დანაღმვით დამთავრებული, მთელს მსოფლიოში კონფლიქტის წინა ხაზზე, კრემლთან დაკავშირებული გასამხედროებული ძალა იყო.

საკუთარი სისასტიკითა და პატიმრების რეკრუტირებით ცნობილმა „ვაგნერმა“, ყურადღება ჯგუფის თანადამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პროვოკაციული განცხადებებითაც მიიპყრო, რომელიც რუსეთის ოფიციალურ სამხედრო სარდლობასთან ღია კონფლიქტში გადაიზარდა.

დაჯგუფებაზე უფრო ღრმა დაკვირვება, მას არამხოლოდ დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიად წარმოაჩენს, არამედ აჩვენებს, რომ ეს არის კომპლექსური ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია სამხედრო საქმიანობაში, რესურსების მოპოვებასა და ფინანსურ ოპერაციებში, რომელიც მთელს მსოფლიოს მოიცავს.

რუსი ოლიგარქები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00


„ვაგნერის“ დაჯგუფების ბუნდოვანი წარმომავლობის კვლევამ, შესაძლოა დმიტრი უტკინთან მიგვიყვანოს, - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერთან, რომელიც კერძო სამხედრო კონტრაქტორად იქცა. მიიჩნევა, რომ უტკინმა დაჯგუფებას სახელი „ვაგნერი“ ნაცისტური რეჟიმისადმი განსაკუთრებული სიმპათიის გამო დაარქვა - ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერის გავლენით.

რუსეთის კანონმდებლობით, კერძო დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება უკანონოდ მიიჩნევა, მაგრამ პრიგოჟინმა გამოსავალი იპოვა.

რესტორატორი პრიგოჟინი, რომელიც მთავრობასთან კონტრაქტებმა ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ ოლიგარქად აქცია და ამის შედეგად, მეტსახელად „პუტინის შეფ-მზარეული“ მიიღო, კრემლისა და ვაგნერის ჯგუფის დამაკავშირებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი რუსულ სამხედრო ბაზებს, მანქანებს და აღჭურვილობას იყენებს, მათი არაოფიციალური სტატუსი, რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, მათი ქმედებების დამაჯერებელი უარყოფა შეინარჩუნოს.

როგორ მუშაობს რუსული დეზინფორმაცია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00


„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და უკრაინის ყირიმსა და დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. მას შემდეგ, ჯგუფმა თავისი საქმიანობა ორ ათეულზე მეტ ქვეყანაში გააფართოვა.

დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სირიის სამოქალაქო ომში, რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერაში. ასევე, ჩართულნი იყვნენ ლიბიაში, გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალების მხარდაჭერაში, სადაც ვაგნერი, საერთაშორისოდ აკრძალული ნაღმების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ვაგნერის საქმიანობა გაფართოვდა აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებში, სადაც დაჯგუფება რიგ მთავრობებს უსაფრთხოებს უზრუნველყოფასა და გადამზადებაში დახმარებას დაჰპირდა. ვაგნერს, იმავე ქვეყნებში, სისასტიკის სისტემურ ჩადენაში სდებენ ბრალს.

სუდანში, ვაგნერის ჯგუფი წვრთნიდა და ეხმარებოდა სამთავრობო ჯარისკაცებს, როდესაც პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, სასტიკი მეთოდებით ახშობდა პროდემოკრატიულ პროტესტებს. 2019 წელს, ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგაც კი, „ვაგნერი“ სუდანში მუშაობას აგრძელებს. 2023 წელს კი, ერთ-ერთი დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულეს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვაგნერმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ფაუსტინ-არქანჟ ტუადერას, ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომლის დროსაც მის ჯარებს ბრალი ედებოდათ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში, გაუპატიურებაში, ძარცვასა და მექრთამეობაში.


მალიში, რომელიც 2012 წლიდან ექსტრემისტულ ამბოხებას ებრძვის, ვაგნერის ჯგუფმა სამხედრო გადატრიალების შედეგად ისარგებლა და ქვეყანაში 2020 წელს ჯარით, აღჭურვილობითა და მრჩევლებით შევიდა. მისი კვალი იკვეთება, ქალაქ მოურაში მომხდარ სისასტიკეში, რომლის დროსაც ასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

მოზამბიკში „ვაგნერს“ კონტრაქტი დაუდეს ტანზანიის საზღვართან ისლამურ აჯანყებასთან ბრძოლაში დასახმარებლად, მაგრამ ადგილობრივი გამოცდილების ნაკლებობის გამო, მძიმე დანაკარგების შემდეგ, მათ უკან დაიხიეს.

რუსეთის მთავრობა, თავის ინტერვენციებს, ხშირად მოიხსენიებს, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილს. მაგრამ, „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობა, რუსეთის მთელ რიგ ინტერესებზე მუშაობს.

განვითარებად ქვეყნებთან ცივი ომის ეპოქის ურთიერთობების აღორძინება, რუსეთს გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებაში ეხმარება და აფერხებს საერთაშორისო მცდელობებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობისა და სანქციების დაწესების კუთხით.

„ვაგნერი“ რუსეთს მატერიალურადაც ეხმარება. სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, „ვაგნერმა“ წილები მიიღო ნავთობისა და გაზის საბადოებიდან სირიასა და ლიბიაში, სუდანის ოქროს მაღაროებიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ბრილიანტის საბადოებიდან. ეს ბიზნესი, რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი სტრატეგიული რეზერვების შევსებაში ეხმარება.

ისინი „ვაგნერს“ ასევე საშუალებას აძლევენ, დააფინანსოს ბრძოლის ველის მიღმა მოქმედებები. პრიგოჟინი დაკავშირებულია ინტერნეტ სააგენტოსთან, ე.წ. ტროლების ქარხანასთან რომელიც, სავარაუდოდ, 2016 წელს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის უკან დგას. ვაგნერის ჯგუფმა ასევე აწარმოვა საინფორმაციო ომები, მის მასპინძელ ქვეყნებში. საფრანგეთის სამხედრო უწყებამ, აპრილში „ვაგნერს“ ბრალი დასდო მალიში ხოცვა-ჟლეტის მოწყობის მცდელობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში, იმ მიზნით, რომ შემდეგ ამაში საფრანგეთი დაედანაშაულებინათ.

მსჯავრდებულები "ვაგნერის" რიგებში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:21 0:00


გლობალური დაგმობისა და მის საერთაშორისო აქტივობაზე მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, რუსეთი და „ვაგნერის“ ჯგუფი აფრიკაში განიხილება, როგორც საფრანგეთისა და შეერთებული შტატების მსგავსი პარტნიორების ალტერნატივად.

ეს ნაწილობრივ კოლონიალიზმის მემკვიდრეობაზე დამკვიდრებული უკმაყოფილებითა და უნდობლობითაა განპირობებული. ასევე ფართოდ არის აღქმული, რომ დასავლეთის დახმარებას მოჰყვება პირობები, რომელიც არაპოპულარულ ეკონომიკურ და სამთავრობო რეფორმებს მოითხოვს, რასაც ლიდერები მათ შიდა საქმიანობაში ჩარევად ან მათი ძალაუფლებისთვის გამოწვევად ხედავენ. ამის სანაცვლოდ, რუსეთი მათ პირდაპირ გაცვლას სთავაზობს, კორუფციის, ან ადამიანის უფლებების შესახებ კითხვების გარეშე.

ვინაიდან ეკონომიკურმა კრიზისებმა, საშინაო არეულობამ და უკრაინაში ომმა ზოგიერთი დასავლური ქვეყანა აიძულა აფრიკაში ძალისხმევა შეემცირებინა, რუსეთმა ეს შანსი გამოიყენა და ვაკუუმი შეავსო.

მაგრამ, ბოლოდროინდელი შიდა არეულობა რუსეთში ცხადყოფს, თუ რამდენად სახიფათოა დიდწილად უპასუხისმგებლო კერძო სამხედროებზე დაყრდნობა. როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ვაგნერის ჯგუფთან დღევანდელი გარიგება, ხვალ შეიძლება არასტაბილურობის მიზეზი გახდეს.

XS
SM
MD
LG