ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაგნერის" ლიდერი ამბობს, რომ რუსული ტაქტიკა ბახმუტთან მეტ მსხვერპლს გამოიწვევს


რუსი დაქირავებული მებრძოლების, "ვაგნერის" დაჯგუფების ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტის მიმდებარე სოფელთან უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დამარცხება ხმამაღლა გააკრიტიკა და თქვა, რომ რეგულარული რუსული ძალების მიერ გამოყენებული ტაქტიკა, ორი კვირის განმავლობაში მეტ დამარცხებებს გამოიწვევს.

პრიგოჟინმა კომენტარი ორშაბათს გააკეთა, როდესაც ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირმა, ბახმუტის გარშემო სამხედრო ვითარებას რთული უწოდა.

გასულ თვეში, პრიგოჟინის კერძო შეიარაღებულმა ჯგუფმა, ომის ყველაზე ხანგრძლივ ბრძოლაში ბახმუტი თითქმის მთლიანად დაიპყრო და თავისი პოზიციები რუსეთის რეგულარულ ჯარს გადააბარა. მას შემდეგ, უკრაინა ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებზე შეტევას აგრძელებდა.

„ტელეგრამზე“ ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას და კრემლის ლიდერებს თავისი ტაქტიკის შესახებ ატყუებს.

მან თქვა, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინელების გადაადგილებები „შეიძლება ჩვენს წინსვლაზე უფრო სწრაფად მოხდეს.“

პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს მოუწოდა, ფრონტზე ჩავიდნენ და ჯარი წესრიგში მოიყვანონ.

XS
SM
MD
LG