ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი კიბერუსაფრთხოების ზომებს აძლიერებს


ევროკომისიამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ 1,1 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს კიბერუსაფრთხოების მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ასევე მზარდ შეშფოთებას, რომელსაც ევროპაში გახმაურებული ჰაკერული თავდასხმების სერია იწვევს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიბერთავდასხმების უფრო აქტიურმა გამოყენებამ ევროკავშირში შეშფოთება გააღრმავა.

„ევროკავშირის კიბერსოლიდარობის აქტი გააძლიერებს სოლიდარობას კავშირის დონეზე, რათა მან უკეთ გამოავლინოს, მოემზადოს და რეაგირება მოახდინოს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვან ან ფართომასშტაბიან ინციდენტებზე, ევროპული კიბერუსაფრთხოების ფარისა და კიბერ გადაუდებელი დახმარების ყოვლისმომცველი მექანიზმის შექმნით“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ეგრეთწოდებული, "ფარი" შედგება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერატიული ცენტრებისგან, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებს, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტს და მონაცემთა გაფართოებულ ანალიზს, გამოიყენებენ კიბერსაფრთხეებისა და ინციდენტების გამოსავლენად.

გადაუდებელი დახმარების კიბერმექანიზმი უაღრესად კრიტიკულ სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა, პოტენციური სისუსტეების გამოსავლენად სატესტო შემოწმებას ჩაატარებს.

გეგმა ასევე მოიცავს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების რეზერვის შექმნას, რომელიც ინციდენტებზე რეაგირებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ან ინსტიტუტის მოთხოვნით გააკეთებს იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვანი ან ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განხორციელდა.

XS
SM
MD
LG