ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გადამწვარი მიწის" ტაქტიკა - რუსეთი ბახმუტზე იერიშს აძლიერებს


უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ რუსული ჯარი ქალაქ ბახმუტის წინააღმდეგ უკვე უშუალოდ განადგურებაზე ორიენტირებულ ტაქტიკას იყენებს და შენობებსა და სხვადასხვა პოზიციას საჰაერო არტილერიის გამოყენებით ბომბავს.

რთული ვითარებაა ქალაქ ავდიივკაშიც, დასახლებაში, რომელშიც ომამდე 32 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 2000-ზე ნაკლები მოსახლე რჩება. დონეცკის რეგიონის გუბერნატორის თქმით, რუსული ძალეები ავდიივკის აღებასაც გამალებით ცდილობენ. ის რუსული მხარის ზამთრის იერიშების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. გუბერნატორი პავლო კირილენკო ამბობს, რომ რუსებმა ქალაქი ნანგრევებად აქციეს და საჰაერო იერიშმა ბოლო მრავალსართულიანი შენობა გაანადგურა. უკრაინული ძალების გენერალური შტაბის ცნობით კი, რუსეთი ავდიივკაზე იერიშს აგრძელებს, მაგრამ, როგორც აღჭურვილობის, ისე სამხედროების თვალსაზრისით, დიდი დანაკარგები აქვს.

ბრძოლა გრძელდება ბახმუტისთვისაც. დონეცკის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ ბახმუტის ირგვლივ დაძაბული ბრძოლები შემოდგომიდან მიმდინარეობს. ქალაქში და მის შემოგარენში არსებულ ვითარებას ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ვითარებას ამსგავსებს. ომი იქ ორივე მხრისთვის დიდი მსხვერპლის მომტანია.

"მტერი გადავიდა ე.წ. "გადამწვარი მიწის" ტაქტიკაზე, რომელიც სირიაში გამოიყენებოდა. ის ანადგურებს შენობებს, ამა თუ იმ პოზიციას საჰაერო იერიშებით და საარტილერიო ცეცხლით, ამბობს სირსკი, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური. თუმცა იქვე ადასტურებს, რომ ქალაქის დაცვა გრძელდება.

გენერალი სირსკი აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციებს ზედამხედველობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მედია ცენტრის ცნობით, ის კვირას ფრონტის ხაზზეც იმყოფებოდა და თქვა, რომ ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი.

ამავე ტაქტიკის გამოყენებაში უკრაინა რუსეთს გასულ ზაფხულსაც ადანაშაულებდა. მაშინ რუსეთი ლუჰანსკის რეგიონის სევეროდონეცკის აღებას ცდილობდა. უკრაინის ძალებმა ივლისში ეს ტერიტორია დატოვა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა მათ ეხმარება კონტრ-შეტევისთვის უკეთ მოემზადონ. რუსულ ჯარს კი სწორედ ბახმუტის შემოგარენსა და ქალაქში იერიშის გაგრძელება უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება. თუმცა რუსულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქის შიგნით და ბახმუტის მისადგომებთან ტერიტორიული წინსვლაც მოახერხეს და მათი განლაგება ახლა ბახმუტის მცველების მომარაგების ჯაჭვს უახლოვდება. ბახმუტის აღება მოსკოვისთვის პირველი უდიდესი მონაპოვარი იქნება მას შემდეგ, რაც მან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღება შეძლო.

სირსკი განმარტავს, რომ რუსეთი ბახმუტის დასაბომბად სპეციალური დანიშნულების ძალებსა და საჰაერო ძალებს იყენებს. "ვაგნერის ჯგუფის" რესურსები კი, მისი თქმით, ამოწურულია. თუმცა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შეფასება დამოუკიდებელი წყაროებით ჟურნალისტებს უჭირთ.

ბახმუტი - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00
XS
SM
MD
LG