ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოში ჩვენი გაწევრიანების ბედი თურქეთის ხელშია


საული ნინისტო, ფინეთის პრეზიდენტი
საული ნინისტო, ფინეთის პრეზიდენტი

"ფინეთის ნატოში გაწევრიანების ბედი, თურქეთის ხელშია"-ასეთი განცხადება გააკეთა პარასკევს, 17 თებერვალს ფინეთის პრემიერ მინისტრმა საული ნინისტომ. მის განცხადებას წინ უძღოდა ფინეთის საპარლამენტო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ კანონმდებლები 28 თებერვალს ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულებების რატიფიკაციას ხმას მისცემენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შარშან მაისში შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების ინიციატივით ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართეს. თუმცა, ალიანის წევრმა თურქეთმა მათი წევრობის სურვილს წინააღმდეგობა გაუწია იმ მოტივით, რომ ჩრდილოევროპული სახელმწიფოები ქურთულ ძალებს იფარებენ, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა ნინისტრომ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ახლა ყველაფერი "ექსკლუზიურად თურქეთის ხელშია".

რატიფიცირება ფინეთში სავარაუდოდ მალე მოხდება, რახან ფინეთის პარლამენტმა ალიანსში გაწევრიანების სურვილიც გამოთქვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაც დაადასტურა.

XS
SM
MD
LG