ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი უკრაინისთვის "ლეოპარდების" მიწოდებას "კოალიციის ფარგლებში" აპირებს


ტანკი "ლეოპარდი" სლოვაკეთში, ბრატისლავა, 19 დეკემბერი, 2022
ტანკი "ლეოპარდი" სლოვაკეთში, ბრატისლავა, 19 დეკემბერი, 2022

პოლონეთმა უკრაინისთვის საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში "ლეოპარდის" ტიპის ტანკების მიცემა გადაწყვიტა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ოთხშაბათს განაცხადა, ვარშავა დასავლელ მოკავშირეებს შორის ამ ტიპის დახმარების გაცემაზე კონსენსუსის მიღწევას ცდილობს.

კიევი მძიმე ჯავშანტექნიკას, როგორიცაა გერმანული წარმოების ლეოპარდი 2-ის ტიპის ტანკები, დიდი ხანია ითხოვს. ეს დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ იმედი აქვს, "ლეოპარდების" ბრიგადა, რომელშიც 14 ტანკი შევა, ქვეყნების მიერ მიწოდებულ ტანკებთან ერთად, უკრაინაში მალე ჩავა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება ამ თემაზე აუცილებელი იყო, რადგან ერთი ქვეყანა უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის ტანკების მიწოდებას ვერ შეძლებდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკიმ შაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ლეოპარდის ტიპის ტანკების მიწოდებას ფართო კოალიციის და თანხმობის გარეშე არ აპირებდა. "ლეოპარდების" ნებისმიერი გასხვისება ბერლინის დასტურს მოითხოვს. გერმანია მათი მწარმოებელი ქვეყანაა, რომელსაც ეს უფლება აქვს.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორშაბათს თქვა, რომ უკრაინისთვის იარარის მიწოდების გადაწყვეტილებები პარტნიორებს შორის შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული.

XS
SM
MD
LG