ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრაცია და ვაჭრობა - ბაიდენის მექსიკაში ვიზიტის უმთავრესი საკითხები


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტეხასის შტატში, აშშ-მექსიკის საზღვრის მონახულებისას. 8 იანვარი, 2023 წ.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტეხასის შტატში, აშშ-მექსიკის საზღვრის მონახულებისას. 8 იანვარი, 2023 წ.

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მასპინძლობს. ორშაბათს შეხვედრა მეხიკო სითიში იმართება, შემდეგ კი პრეზიდენტები კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად, რეგიონულ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

მიგრაცია, კლიმატის ცვლილება, ვაჭრობა და წარმოება იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა, რომელთა განხილვაც მხარეებს შორის იგეგმება.

თეთრი სახლის პრეს-მდივანი კარინ ჟან-პიერი ამბობს, რომ მექსიკაში პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ვიზიტი პრეზიდენტის რანგში, ჩრდილოეთ ამერიკის თაობაზე ერთობლივი, საერთო ხედვის გაზიარებას ემსახურება.

ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი იარაღის, ნარკოტიკებისა და ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ გააკეთებს განცხადებებს. ასევე, პრეზიდენტები გარემოს დაცვის გამოწვევებზეც ისაუბრებენ და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მზარდ მიგრაციას რეგიონში.

მექსიკაში წასვლამდე ბაიდენი ტეხასის შტატში, ქალაქ ელ-პასოში ჩავიდა და იქ მექსიკიდან ათასობით მიგრანტის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის პრობლემას ადგილზე გაეცნო. სასაზღვრო ქალაქში პრეზიდენტმა დაახლოებით 4 საათი გაატარა, შეხვდა საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც, რომლებმაც პრეზიდენტს აჩვენეს, როგორ ჩხრეკენ ავტომობილებს და როგორ ამოწმებენ საზღვრის გადაკვეთის მსურველებს.

XS
SM
MD
LG