ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის საზღვართან ციხეზე თავდასხმისას 14 ადამიანი მოკლეს


კვირას, მექსიკის სასაზღვრო ქალაქ სიუდად ხუარეზის ციხეში 10 მცველი და ოთხი პატიმარი დაიღუპა, როდესაც ჯავშნიან მანქანაში მყოფი შეიარაღებული პირები ციხეს თავს დაესხნენ.

ჩიჰუაჰუას შტატის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაახლოებით დილის 7 საათზე, სხვადასხვა ჯავშნიანი მანქანა ციხესთან მივიდა და შეიარაღებულმა პირებმა მცველებს ცეცხლი გაუხსნეს. მოკლულების გარდა, 13 ადამიანი დაიჭრა და სულ ცოტა, 24 პატიმარი გაიქცა. მექსიკის ჯარისკაცებმა და შტატის პოლიციამ ციხეზე კონტროლი კვირას, მოგვიანებით აღადგინეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას აწარმოებს.

აგვისტოში, იმავე ციხეში მომხდარი ამბოხება, ხუარეზის ქუჩებში ძალადობაში გადაიზარდა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იმ შემთხვევის დროს, ციხეში ორი პატიმარი მოკლეს და შემდეგ, სავარაუდოდ ბანდის წევრებმა ქალაქში სროლა დაიწყეს და სხვებთან ერთად მოკლეს რადიოს ოთხი თანამშრომელი, რომლებიც რესტორნის რეკლამაზე მუშაობდნენ.

მექსიკის ციხეებში ძალადობა ხშირი მოვლენაა. მათ შორის იმ ციხეებში, სადაც ხელისუფლებას მხოლოდ ნომინალური კონტროლი აქვს. დაპირისპირებული ბანდების წევრ პატიმრებს შორის შეტაკებები ხშირად ხდება.

შტატის პროკურატურის ცნობით, ციხეზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, მუნიციპალურ პოლიციას დასხნენ თავს და გამოდევნების შემდეგ, ოთხი თავდამსხმელის დაკავება შეძლეს. მოგვიანებით პოლიციამ ორი სავარაუდო შეიარაღებული პირი მოკლა.

XS
SM
MD
LG