ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტს აკრიტიკებს


ხუთშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისგან, მშვიდობისთვის მზადყოფნის ნიშნები არ ჩანდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მოლაპარაკებებისთვის ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლა, მოგვიანებით კი, უკრაინის ლიდერმა აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართა, სადაც თქვა, რომ უკრაინა „არასდროს დანებდება“ ბრძოლაში იმ შეჭრის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთმა 10 თვის წინ წამოიწყო.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ არაპირდაპირ ომს აწარმოებს.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დიდი მოცულობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა და ოთხშაბათს გამოაცხადა ახალი პაკეტის შესახებ, რომელშიც „პატრიოტი“ ანტისაჰაერო თავდაცვის რაკეტები შედის. ზელენსკიმ თქვა, რომ უფრო მოწინავე სისტემა დაეხმარება უკრაინას გაუმკლავდეს რუსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელმაც მისი ქვეყნის ქალაქებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა.

პესკოვმა განაცხადა რომ „პატრიოტი“ რაკეტები კონფლიქტს ვერ გადაჭრის და ვერც რუსეთს გადაათქმევინებს თავის მიზნებს.

XS
SM
MD
LG