ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის შესახებ განცხადებები თეთრ სახლს არ აკვირვებს


კარინ ჟან-პიერი, თეთრი სახლის პრესმდივანი. ვაშინგტონ, აშშ. 7 ნოემბერი, 2022 წ.
კარინ ჟან-პიერი, თეთრი სახლის პრესმდივანი. ვაშინგტონ, აშშ. 7 ნოემბერი, 2022 წ.

თეთრი სახლი ამბობს, რომ ამერიკის არჩევნებში ჩარევის თაობაზე, რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის კომენტარით გაოცებული არ არის. კარინ ჟან-პიერმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნული განცხადება ვაშინგტონში, 7 ნოემბერს გააკეთა.

"ეს კომენტარები... არაფერს ახალს და გასაოცარს არ გვამცნობს" - უთხრა ჟან-პიერმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.

პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა: "ასევე, კარგად ცნობილი და კარგად დოკუმენტირებულია, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში, რომ ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებული ორგანიზაციები არჩევნებზე ზეგავლენას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობდნენ, მათ შორის - შეერთებულ შტატებშიც".

რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, ამერიკულ არჩევნებზე მოსკოვის ჩარევის და ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობის პირველი საჯარო აღიარებაა. პრიგოჟინმა ორშაბათს თქვა, რომ ისინი ჩაერივნენ შეერთებული შტატების არჩევნებში და ამ საქმეს მომავალშიც გააგრძელებენ.

ინფორმაცია "ფეისბუქის" ტიპის რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელდა, სახელად "ვკონტაქტე". პრიგოჟინის ამბობს - "ჩვენ ჩავერიეთ [აშშ-ის არჩევნებში], ჩვენ ვერევით და ჩარევას გავაგრძელებთ. ფრთხილად, აკურატულად, ქირურგიული სიზუსტით და ჩვენებურად, როგორც ვიცით ისე" - განაცხადა მან.

პრიგოჟინი პუტინის არაოფიციალური თანაშემწეა, რომელიც კრემლის კონტაქტებს აკონტროლებს. პრიგოჟინის ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი, რუსეთიდან მართული ე.წ. ტროლების ქარხნების მუშაობის ორგანიზება და სპონსორობა ბრალდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG