ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვომ სერბულ სანომრე ნიშნებზე კომპრომისული გეგმა აამოქმედა


კოსოვო-სერბეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი.
კოსოვო-სერბეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი.

კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება დაიწყო, რომელიც სერბეთის მიერ გაცემული სატრანსპორტო სანომრე ნიშნების ეტაპობრივ გაუქმებას ისახავს მიზნად. პირველ ეტაპზე, ხელისუფლება, ამგვარი სანომრე ნიშნების მქონე პირებს წინასაწარ აფრთხილებს. მიიჩნევა, რომ ამგვარად, კოსოვომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, თავდაპირველი მკაცრი პიზიცია შეარბილა.

1 ნოემბერს, სერბეთის მიერ გაცემული ნომრების ქმონე მძღოლებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაფრთხილება მისცეს და მოუწოდეს, ახალი, კოსოვოს ნომრების მისაღებად, რეგისტრაციის ცენტრს მიმართონ.

კოსოვოსა და სერბეთს შორის, 1990-იანი წლების ბოლოს შეიარაღებულ კონფლიქტს ქონდა ადგილი. საბოლოოდ, 2008 წელს, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ბელგრადმა, ისევე როგორც რუსეთმა, ჩინეთმა და ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ, კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა და პრიშტინას, სერბი უმცირესობის უფლებების შეზღუდვაში სდებენ ბრალს. კოსოვოში მცხოვრები სერბების რაოდენობა, მთელი მოსახლეობის 5 პროცენტია და 1,8 მილიონს შეადგენს.

მიმდინარე წელს, კოსოვომ საკუთარ სერბ მოსახლეობას რამდენჯერმე მოსთხოვა, შეეცვალათ 1999 წლამდე გამოცემული ნომრები, იმ დროინდელი, როცა კოსოვო ჯერ კიდევ სერბეთის ნაწილი იყო.

კოსოვოს ხელისუფლების მცდელობას, ეთნიკური სერბები ძლიერი და ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივი წინააღმდეგობით შეხვდნენ. ეთნიკური სერბების დიდი ნაწილი, ქვეყნის ჩრდილოეთითაა დასახლებული. 31 ივლისსა და 1 აგვისტოს, მათ პროტესტის ნიშნად, ბარიკადებიც კი ააგეს.

მაშინ, სანომრე ნიშნების სავალდებულო შეცვლა, პირველ ნოემრამდე გადავადდა. დღეისთვის, დაახლოებით 10 000 მძღოლს, სერბული სანომრე ნიშნები უნდა შეეცვალა.

მაგრამ, დასავლეთის გაფრთხილების შემდეგ, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა გაზარდოს, პრემიერ მინისტრმა ალბინ კურტიმ, გადაწყვეტილება შეცვალა და 28 ოქტომბერს გაანაცხადა, რომ გეგმა და სანომრე ნიშნების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება.

კურტის განცხადებით, მძღოლები დასაწყისისთვის გაფრთხილებას მიიღებენ. ეს ეტაპი, პირველი ნოემბრიდან, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შემდეგ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ძველი სანომრე ნიშნების მქონე მძღოლები, 150 ევროთი დაჯარიმდებიან. მოგვიანებით, მათ ექნებათ კიდევ ორთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც, დროებითი სანომრე ნიშნები იმოქმედებს.

თუ მძღოლები, საკუთარ სერბულ სანომრე ნიშნებს 2023 წლის 21 აპრილამდე არ შეცვლიან, მთავრობის დადგენილებით, მათ ავტომობილებს ჩამოართმევენ.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, გეგმის კომპრომისული ვერსია მას შემდეგ წარადგინა, რაც სერბი უმცირესობის წარმომადგენლები, გზების ბლოკადით დაიმუქრნენ. ისინი გეგმის შესრულების გადადებას ითხოვდნენ.

ბრიუსელი ბელგრადსა და პრიშტინას მოუწოდებს, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინონ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სერბეთს რუსეთთან მჭირდო კავშირები აქვს, სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობის შემდგომი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, ბელგრადსა და პრიშტინას შორის, შუამავლობა გააძლიერა.

XS
SM
MD
LG