ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში სამხედრო მობილიზაცია არ იგეგმება


Belarus Security

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ქვეყანაში ამჟამად არ იგეგმება.

ოთხშაბათს ქვეყანამ მოქალაქეთა გამოძახება დაიწყო, მაგრამ სამინისტროს განმარტებით, ეს მხოლოდ სამხედრო სამსახურისთვის მათი მზაობის და შესაბამისობის შესამოწმებლად კეთდება და არა - სამხედრო მობილიზაციის დასაწყებად.

"სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის პროცედურები არის მკაცრად რუტინული [პროცედურა] და სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე დასრულდება", - განაცხადა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ.

უკრაინა ბელარუსს რუსეთის მხარდაჭერაში და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პლატფორმად გამოყენებაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ ბელარუსი ჯარისკაცების უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების გვერდიგვერდ განლაგებას, მინსკი მხოლოდ თავდაცვით ნაბიჯად აფასებდა და ამბობდა, რომ ეს უკრაინული მხრიდან საზღრვრების დასაცავად საჭირო ნაბიჯი იყო.

XS
SM
MD
LG