ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთმა ბოლო 10 დღეში სავარაუდოდ 4 თვითმფრინავი დაკარგა"


ფოტო არქივიდან - რუსეთის საჰაერო ძალების "სუ-25"-ები, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის რეპეტიციაზე, 2018 წლის, 4 მაისი.
ფოტო არქივიდან - რუსეთის საჰაერო ძალების "სუ-25"-ები, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის რეპეტიციაზე, 2018 წლის, 4 მაისი.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინაში სავარაუდოდ 4 საბრძოლო საჰაერო ხომალდი დაკარგა. ეს, თებერვლის შემდეგ, რუსეთის დაკარგული საბრძოლო თვითმფრინავების რიცხვს 55-მდე ზრდის.

არსებობს რეალისტური ალბათობა იმისა, რომ ამ დანაკარგების ზრდა რუსეთის საჰაერო ძალების მხრიდან მეტი რისკის გაწევას უკავშირდება. ეს სარისკო მოქმედებები კი უკრაინის ძალების დაწინაურების პარალელურად, რუსეთის სახმელეთო ძალების მხარდაჭერისთვისაა საჭირო. ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ცნობებზე დაყრდნობით საუბრობს.

ამავე განცხადების თანახმად, რუს პილოტებს ხშირად ვითარების შესახებ ძალიან მწირი ცოდნა აქვთ და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი საბრძოლო ხომალდი, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზეც კი იყო მაშინ, როცა ის თავდაცვის ზონის რადარებში მოხვდა. ფრონტის ხაზის სწრაფი ცვლილების პირობებში კი ეს, ბრიტანული მხარის აზრით, სავსებით შესაძლებელია.

უწყების ცნობითვე, რუსეთის მხრიდან საჰაერო უპირატესობის მოპოვების კუთხით არსებული პრობლემები კვლავ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის სისუსტეს განაპირობებს.

XS
SM
MD
LG