ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ტრამპის ექსტრემისტული იდეოლოგიის და დემოკრატიის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი.
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპის რესპუბლიკელ მოკავშირეებს ქვეყნის დემოკრატიის შელახვაში ბრალი დასდო და ამომრჩევლებს მოუწოდა, ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, ექსტრემიზმს უარი უთხრან.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამერიკელ ერს ფილადელფიიდან, დამოუკიდებლობის დარბაზიდან მიმართა, სადაც დამფუძნებელმა მამებმა, ჯერ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს, შემდეგ კი შეერთებული შტატების კონსტიტუციას ხელი მოაწერეს.

"ქვეყნის სულის გადარჩენისთვის" - ამ სახელწოდებით გაკეთებული მიმართვის დიდი ნაწილი, დემოკრატიის დაცვასა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების საკითხებს დაეთმო.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ერისადმი მიმართვისას, ასევე ისაუბრა საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას, მისი თქმით, ექსპტრემისტული დაჯგუფებებისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალ ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან ემუქრება.

"დღეს ჩვენ ირგვლივ არის საშიშროება, არ შეგვიძლია მისი გამარჯვება დავუშვათ" - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და თქვა, რომ დონალდ ტრამპსა და მის მომხრეებს, ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის, ძალის გამოყენება სურთ.

აშშ- ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს შეერთებულ შტატებში გარდამტეხი მომენტი დგას. მისი თქმით, ამერიკული სულის მოწინააღმდეგე, რეალურად, დემოკრატიის იმ ფასეულობებს უპირისპირდება, რომელიც თავისუფალ არჩევნებში, ადამიანების თანასწორუფლებიანობაში, ხმის მიცემის, დამარცხების აღიარებასა და კანონმორჩილებაში გამოიხატება.

შემოდგომაზე, შეერთებულ შტატებში, კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება.

XS
SM
MD
LG