ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ტერიტორიის მესამედი წყლითაა დაფარული


კოკისპირული წვიმების შედეგად, პაკისტანში მიწის ერთი მესამედი წყლითაა დაფარული. ახლანდელი ოფიციალური მონაცემებით ბუნებრივ კატასტროფას 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 380 ბავშვია.

დანგრეული და წყლით დაფარულია გზები, ხიდები, 33 მილიონამდე დაზარალებული მოქალაქის დახმარებას ეს კიდევ უფრო ართულებს. ასობით ათასი ადამიანი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, ხელი არ მიუწვდება სკავებზე, სუფთა სასმელ წყალზე, თავშესაფარსა თუ ჯანდაცვის საბაზისო სერვისებზე. დატბორილია 2 მილიონზე მეტი აკრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა.

გაერომ ქვეყანას 160 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო. გენერალური მდივანი ქვეყანაში ჩასვლას მომდევნო კვირაში აპირებს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შებაზ შარიფი ამბობს, რომ მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, სკოლები და ჯანდაცვის დაწესებულებები განადგურებულია, კრიტიკული ინფრასტრუქტურა წყალმა წალეკა. მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებას სთხოვს და ხარჯების შესახებ მაქსიმალური გამჭვირვალობის პირობას დებს. კრიტიკული ინფლაციის მაჩვენებლებისა და სურსათის დეფიციტის პარალელურად, ბუნებრივი კატასტრობა პაკისტანის მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

მთავრობის პირველადი შეფასებებით, წყალდიდობის მიერ გამოწვეული ზიანი 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პაკისტანში ბოლო სამი თვის განმავლობაში, აგვისტოს ჩათვლით, 190%-ით იმაზე მეტი ნალექი დაფიქსირდა, ვიდრე - 30 წლის საშუალო მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG