ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი პოლკოვნიკი: „როგორც ხმალი ლესავს ხმალს... ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ"


ვაზიანში, სტარტი აიღო მრავალეროვნულმა სწავლებამ "ღირსეული პარტნიორი 2022", ფოტო Georgian Military News
ვაზიანში, სტარტი აიღო მრავალეროვნულმა სწავლებამ "ღირსეული პარტნიორი 2022", ფოტო Georgian Military News

კოვიდპანდემიის გამო, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველო ისევ მასპინძლობს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2022“. საერთაშორისო წვრთნებმა, რომლებშიც 22 ქვეყნის 2400-ზე მეტი სამხედროა ჩაბმული, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტარტი დღეს აიღო.

როგორც ხმალი ლესავს ხმალს, ერთად, მოკავშირე ძალები სწავლობენ ქართველებისგან და ქართველები - მოკავშირეებისგან. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ
ჯეიმს ტომფსონი, პოლკოვნიკი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი

პირველად, სწავლების 6 წლიანი ისტორიის მანძილზე, წვრთნებში იაპონელი და შვედი სამხედროებიც მონაწილეობენ. უკრაინაში ომის მიუხედავად, სწავლებაში ჩართულნი არიან უკრაინელი მებრძოლებიც, ისინი ლიტვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნულ ბრიგადაში არიან წარმოდგენილნი.

ტრადიციულად, წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, სწავლებაშიც ყველაზე მეტნი სწორედ ქართველი და ამერიკელი სამხედროები არიან ჩართულნი.

„წლევანდელი „ღირსეული პარტნიორი" მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ერთად წვრთნისა და მომზადების შესახებ. როგორც ხმალი ლესავს ხმალს, ერთად, მოკავშირე ძალები სწავლობენ ქართველებისგან და ქართველები - მოკავშირეებისგან. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ" - აღნიშნა მიმდინარე სწავლების შესახებ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ატაშე პოლკოვნიკმა ჯეიმს ტომფსონმა.

"ღირსეული პარტნიორი 2022"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00

„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანი, ტრადიციულად, საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდაა, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

ეს პირველი მრავალეროვნული სწავლებაა საქართველოში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას კრიტიკულ პრობლემებს უქმნის.

ფოტო - თავდაცვის სამინისტრო
ფოტო - თავდაცვის სამინისტრო

წვრთნებში, NATO-ს წევრი 17 (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, და ასევე შვედეთი, რომელსაც ალიასში შესასვლელად ფორმალური პროცედურა დარჩა), ალიანსის პარტნიორი 3 (საქართველო, ბოსნია, მოლდოვა) და 2 მოკავშირე ქვეყნის (იაპონია, აზერბაიჯანის) გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. სწავლებისთვის სამხედრო ტექნიკა გერმანიაში, ნატოს ბაზებიდან იქნა გადმოსროლილი.

მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა, რეგიონში უსაფრთხო გარემოს გაზრდაა, რაც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის საშუალებით მიიღწევა
რონალდ ძნელაძე, ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი

„ეს სწავლება მეექვსედ იმართება საქართველოში და მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, რეგიონში უსაფრთხო გარემოს გაზრდაა, რაც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის საშუალებით მიიღწევა“ - ამბობს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი რონალდ ძნელაძე, რომელიც მიმდინარე სწავლების ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

პირველად საქართველოში, მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ 2016 წლის მაისში, ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა, ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი მებრძოლების მონაწილეობით. მომდევნო წლებში გაიზარდა, როგორც სწავლების გეოგრაფია (ვაზიანი-ნორიო), ისე მონაწილეთა რაოდენობა.

"ღირსეული პარტნირი 2020"
"ღირსეული პარტნირი 2020"
XS
SM
MD
LG