უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
რუსული სისასტიკის კვალი - ადამიანური ემოციები
9
ამ ფოტოზე უფრო ფართო კადრით დაინახავთ რუსული ჯარის სისასტიკეს. კადრი ხარკივის რაიონში, ჩრდილოეთ სალტივკაშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს თითქმის სრულად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაბომბვის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ფოტო 17 ივლისით თარიღდება.