ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტია თურქეთში ჩადის


სატვირთო გემი "რაზონი" უკრაინის ოდესის პორტიდან გადის, 1 ააგვისტო, 2022
სატვირთო გემი "რაზონი" უკრაინის ოდესის პორტიდან გადის, 1 ააგვისტო, 2022

პირველი გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადააქვს მსოფლიო ბაზრებზე უსაფრთხოდ ჩავა სტამბოლში სამშაბათს გვიან ღამით. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა ანკარამ გაავრცელა. ეს პირველი უკრაინული გემია, რომელმაც უკრანის პორტი დატოვა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გემი უკრაინის ოდესის პორტიდან ორშაბათს გავიდა და მან ტვირთი ლიბანში თურქეთის გავლით უნდა ჩაიტანოს. პირველი გადაზიდვის უსაფრთხოდ დასრულება იმედს აჩენს, რომ ცოტა ხნის წინ სტამბოლში მიღწეული ოთხმხრივი შეთანხმების საფუძველზე მსგავსი გადაზიდვები რუგულარულ ხასიათს მიიღებს. უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანა კი ხელს შეუწყობს მზარდი გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას.

თურქეთს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის პორტებს ყოველ დღე მარცვლეულით დატვირთული, მინიმუმ, ერთი გემი დატოვებს. ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება დაცული იყოს უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნება, რომლელზეც უკრაინამ, რუსეთმა, თურქეთმა და გაერომ მოილაპარაკეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ თუ უკრაინული მარცვლეული მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ბაზარზე არ გავა, წელს ბევრი ქვეყანა შიმშილობის რისკის წინაშე აღმოჩნდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს გაკეთებულ მის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ გემის გამგზავრება „პირველი დადებითი სიგნალია“. თუმცა მან აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება ან იმის წინასწარ გათვლა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

მისი თქმით, „ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ თავს შეიკავებს და უკრაინული ექსპორტის ჩაშლას არ ეცდება“.

XS
SM
MD
LG