ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: პუტინი თავს კარგად გრძნობს


მოსკოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავს ჯანმრთელად გრძნობს. ერთი დღით ადრე გავრცელდა ცნობები, რომ ის შეუძლოდ იყო.

"მისი ჯანმრთელობა წესრიგშია" - თქვა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესსპიკერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე. "როგორც იცით, უკრაინის საინფორმაციო სპეციალისტები, ასევე ამერიკელი და ბრიტანელები, ბოლო თვეებია სხვადასხვაგვარ სიყალბეს ავრცელებენ პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს სხვა არაფერია, თუ არა ყალბი ინფორმაცია" - ამბობს პესკოვი.

ოთხშაბათს გამართულ საჯარო შეხვედრებზე, პუტინი ახველებდა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" მიერ გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტი ირანში ვიზიტის დროს მსუბუქად გაცივდა. "ძალიან ცხელოდა გუშინ თეირანში, სიცხე 38 გრადუსს აღწევდა და კონდიციონერი ძლიერი არ ყო. ასე რომ ბოდიშს ვიხდი" - თქვა პუტინმა, რომელიც 69 წლისაა.

XS
SM
MD
LG