ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ცდილობდა ტრამპი არჩევნების შედეგის შეცვლას - გამოძიება გრძელდება


USA-CAPITOL/SECURITY
USA-CAPITOL/SECURITY

კონგრესის გამოძიება გასულ წელს კაპიტოლიუმში შეჭრის თაობაზე გრძელდება. ამ ეტაპზე გამოძიების ფოკუსში ყოფილი პრეზიდენტის მცდელობაა, შეეცვალა არჩევნების შედეგები იმ შტატებში, რომლებშიც დამარცხდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯორჯიისა და არიზონის შტატებიდან - ორივე შტატში ტრამპი დამარცხდა - კონგრესმენების წინაშე წარდგებიან და ისაუბრებენ, როგორ ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას.

წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიამ უკვე მოისმინა ჩვენებები იმის თაობაზე, რომ ტრამპის თანაშემწეები ეუბნებოდნენ პრეზიდენტს, რომ ის არჩევნებში დამარცხდა და მინიმალური რაოდენობის დარღვევები, რომლებიც პროცესში დაფიქსირდა, საარჩევნო კოლეგიის ხმათა დათვლის შედეგების შესაცვლელად საკმარისი ვერ იქნებოდა.

ამასთან, პრეზიდენტს იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს არ შეეძლო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებისთვის ხელის შეშლა. დონალდ ტრამპი მაიკ პენსს ამისკენ საჯაროდაც და პირადადაც მოუწოდებდა.

თუმცა ამ ფაქტებთან ერთად, გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა ის მცდელობაც, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგიის ყალბი წევრების დანიშვნა სურდა იმ შტატებში, სადაც მცირე უპირატესობით დამარცხდა, რათა არჩევნების შედეგი საპირისპიროდ დაფიქსირებულიყო. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ. იმ კანდიდატს, რომელიც შტატში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს, ენიჭება ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები.

გასულ წელს ტრამპის 2000-მდე მხარდამჭერი კაპიტოლიუმში შეიჭრა და სცადა კანონმდებლებისთვის არჩევნების შედეგების სერტიფიცირებისთვის ხელი შეეშალა. დემოკრატები ყოფილ პრეზიდენტს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG