ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთს ჩეხეთი ჩაანაცვლებს


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმა მისცა ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის ჩეხეთით ჩანაცვლებას. გადაწყვეტილებას ხმა 157 ქვეყანამ მისცა, თავი 23-მა შეიკავა.

ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, ვაკანტურ ადგილზე, მას შემდეგ, რაც გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის საბჭოდან გარიცხვას მისცა ხმა, „ ადამიანის უფლებების ფართო და სისტემატური დარღვევების” გამო.

ჟენევაში დაფუძნებულ საბჭოში ადგილები რეგიონების მიხედვითაა გადანაწილებული. საბჭოს 47 წევრი ჰყავს და რუსეთის ჩანაცვლება აღმოსავლეთ ევროპიდან უნდა მოხდეს.

საბჭო უკრაინის მოთხოვნით 12 მარტს სპეციალურ სესიას გამართავს, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხს განიხილავს. სესიაში მონაწილეობას, რუსეთი არ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სააგენტოდან გარიცხეს, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დამკვირვებლის სტატუსით მსგავს სესიებში.

საბჭომ 4 მარტს კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დროს დარღვევების გამოძიებას შეეხება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG