ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

G7: "ვიღებთ ვალდებულებას, ეტაპობრივად გავაუქმოთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე"


დიდი შვიდეულის ლიდერები, ვიდეოიკონფერენციის მიმდინარეობისას.
დიდი შვიდეულის ლიდერები, ვიდეოიკონფერენციის მიმდინარეობისას.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და რეგიონში არსებული ვითარება - ეს იმ საკითხთა ნაწილია, რომელიც დიდი შვიდეულის წევრმა, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებმა, რვა მაისს გამართულ ონლაინ კონფერერენციაზე განიხილეს.

"ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ეტაპობრივად გავაუქმოთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტით ან აკრძალვით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას დროულად და მოწესრიგებულად. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ სტაბილური და მდგრადი გლობალური ენერგომომარაგება და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასები" - ნათქვიამია დიდი შვიდეულის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სანქციებში ასევე იგულისხმება სავიზო შეზღუდვები ასეულობით რუს და ბელარუს მაღალჩინოსანზე. ასევე, “გაზპრომბანკის” და სამი რუსული ტელევიზიის წინააღმდეგ.

ვიდეოკონფერენციას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უილმინგტონიდან, დელავერის შტატიდან შშეუერთდა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი.

რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი, როგორც ამას დასავლელი ლიდერები აფასებენ, 24 თებერვალს დაიწყო, რუსეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.

XS
SM
MD
LG