ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა "მზადაა", თუ ბელარუსი ომში ჩაერთვება


ოთხშაბათს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ თუ ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინაში რუსულ საომარ ძალისხმევაში ჩაერთვება, კიევი ამისთვის მზად იქნება.

რუსეთის მჭიდრო მოკავშირე ბელარუსმა გამოაცხადა, რომ ოთხშაბათს ფართო მასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს, რათა საკუთარი საბრძოლო მზადყოფნა შეამოწმოს და ეს მეზობლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ტერიტორია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები გამოიყენოს... შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ“, თქვა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრეს-მდივანმა ანდრიი დემჩენკომ.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს დნესტრისპირეთში ვითარების შესახებ და დაგმეს, როგორც თვითონ უწოდეს, რუსული მცდელობები, რეგიონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. შეშფოთება მოსკოვმაც გამოთქვა და განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში მოვლენების განვითარებას აკვირდება.

მოლდოვაში შეერთებული შტატების ელჩმა კენტ ლოგსდონმა თქვა რომ რუსეთი იარაღის გამოყენებით ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს, რაც მთელი მსოფლიოსთვის შეშფოთების მიზეზია, მაგრამ მოლდოვაში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ ვაშინგტონს არ აქვს მტკიცებულება, რომ მოსკოვს მოლდოვაში ომის გაფართოება სურს.

XS
SM
MD
LG